ხევსურულად ჴონე-ჴონისჭალა) - შეთეკაურების საზამთრო და საზაფხულო სოფლები დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ხონის წყალზე. ზღვის დონიდან 1200–1300 მ. დუშეთიდან დაშორებულია 138 კილომეტრით.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1926 |
54 |
23 |
31 |
2002 |
31 |
19 |
12 |
2014 |
3 |
3 |
0 |
legenda
მუცოში იყო სალოცავი მთავარანგელოზი. სალოცავი იყო ყველაზე მაღალ მთაზე დაქუეხზე (თებულოსმთა), როომელიც ზამთარ ზაფხულ თოვლითაა დაფარული. ვერ ადენილან სალოცავად, ამიტომ დაკლეს ერთი ხარი და სთხოვეს, დაბლა დაარსებულიყო. ამის შემდეგ ჩმოსულა და დაარსებულა ერთ წმინდა ადგილას ჴონეს. მას შემდეგ აქ დაუწტყიათ ლოცვა.
მთავარანგელოზი არ უშვებდა თავის სოფელში ჟამთ (შავი ჭირი). ერთი კაცი სხვა სოფლიდან გამოქცეულა გატიტვლებულა ჴონის წყალში შევარდნილა, ჴონის მთავარ ანგელოზში მისულა და გადარჩენილა. მუცოდანაც გაქცეულან ჴონესავე ხალხი და უკან ჟამნი მისდევდა თურმე. მისულან ჴონეში და ჟამნი ვეღარ გადარჩენილა. ასე გადარჩენილა ხალხი.
|